Thursday, July 22, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

  • პროექტის სახელი
მუზეუმები
  • პროექტისა მოკლე აღწერა1-2 წინადადებით
პროექტის მონაწილენი იკვლევენ მუზეუმის ისტორიას და მათ როლს ხელოვნების, ისტორიის, ლიტერატურისა და მეცნიერების განვითარებაში.
  • პროექტის სრული აღწერა
მოსწავლეები მოიძიებენ და მიიღებენ ინფორმაციას მსოფლიოსა და საქართველოს უმნიშვნელოვანესი მუზეუმების შესახებ. გამოიკვლევენ ზოგიერთი მათგანის წვლილს მსოფლიო კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში. გაეცნობიან მსოფლიოს ცნობილს ადამიანთა სახელებს. ჩაატარებენ საძიებო სამუშაობებს საკუთარ რეგიონში არსებული მუზეუმის შესახებ. დააკვირდებიან და გაანალიზებენ სხვადასხვა ეპოქისათვის დამახასიათებელ განსხვავებებს. შეგროვებული მასალების მიხედვით გააკეთებენ ფოტოალბომებს,ბროშურებს, მოაწყობენ მათ პრეზენტაციას, გამართავენ დისკუსიებს.
  • მონაწილეთა ასაკი
14-15
  • ვადები/ხანგრძლივობა
4 თვე
  • პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
დამხმარე ლიტერატურითა და ინტერნეტის საშუალებით მასალების მოძიება, ექსკურსიის მოწყობა მუზეუმებში, ფოტოების გადაღება(ნებართვით) , ფოტო-ალბომის შექმნა,დისკუსიები,გამოფენის მოწყობა,პრეზენტაცია, მიღებული შთაბეჭდილებების გააზრებით წერითი ჩანახატების შესრულება, კედლის გაზეთის გამოშვება, ნამუშევრების განთავსება ბლოგში.
  • მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას
ფოტოალბომი, ხელნაწერიგაზეთი, ფოტონამუშევრების გამოფენა,შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან და მუზეუმის მეცნიერ-მუშაკებთან.სკოლაში მინი მუზეუმის მოწკობა. ოჯახებში ექსპონატების მოძიება.
  • სარგებელი სხვებისთვის
პროექტის აქტიური მონაწილენი გამდიდრებული ცოდნით თანატოლებს გაუზიარებენ მოძიებულ ინფორმაციას და გააცნობებენ თავიანთ პროექტს ინტერნეტის საშუალებით
  • სამუშაო ენა
რუსული ენა
  • მონაწილეები სხვა სკოლებიდან
მონაწილეები სხვა სკოლებიდან არ ჰყავთ
  • საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ლიტერატურა-ყოველდღიური კავშირი ლიტერატურულ ნაწარმოებთან.გეოგრაფია-გეოგრაფიული ადგილ მდებარეობის მიხედვით.ისტორია-კავშირი ისტორიულ წყაროებთან ეპოქისა მიხედვით. ხელოვნება-თვითოეული ექსპონატის თუ მთლიანად მუზეუმის,როგორც ხელოვნების ნიმუშისა და ობიექტის შესახებ ინფორმაციის მიღება და განზოგადება.ზეპირი მეტყველებისა და წერითი ლიტერატურულ უნარ-ჩვევების გაღრმავება.
  • პროექტის ავტორი
ვიქტორია სერიხი
  • ავტორის ელ-ფოსტა
  • viktoriaserixi@gmail.com
  • პროექტის ვებ-გვედი/ბლოგი
viktoriaserixi.blogspod.com